31 ოქტომბერი 2026,   13:50
ვრცლად
მედია: ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ომი ირანთან მალე დასრულდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად როგორ მოხდება ეს.

"ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ ბირთვული იარაღი არასდროს შეიქმნება", - დასძინა მან.

ტრამპის განცხადებით, აშშ ირანზე დარტყმებს შუალედურ არჩევნებამდე არ განახორციელებს.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ვაშინგტონმა სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბულ ქვეყანას უკვე მოუწოდა, მოემზადონ ირანის წინააღმდეგ მოკლე და ინტენსიური სამხედრო კამპანიისთვის, რომელიც აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ დაიწყება.

The New York Times-ის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო უწყებებმა უკვე შეიმუშავეს კონკრეტული გეგმები აშშ-ის არჩევნების შემდეგ ირანზე დარტყმების განახლებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალები მზადყოფნაში არიან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ბრძანების მიღებიდან 96 საათის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ ახალი, პოტენციურად მასშტაბური სამხედრო ოპერაციები წამოიწყონ.

დღის ამბები