01 ნოემბერი 2026,   06:17
ვრცლად
ქართული ტრადიციები, კულტურა და ხელოვნება - ბელგიაში "თბილისქალაქობა" აღნიშნეს

ანტვერპენში "თბილისქალაქობა" აღნიშნეს. ქართული ტრადიციების, კულტურისა და ხელოვნების წარმოსაჩენად გამართულ ღონისძიებას ბელგიაში მცხოვრები ქართველები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ. სტუმრებმა ქართული სამზარეულოს ტრადიციები გააცოცხლეს.

ღონისძიების ფარგლებში, ლიტერატურული თეატრისა და საკვირაო სკოლის წევრებმა მაყურებელს საკონცერტო პროგრამაც წარუდგინეს. მონაწილეებმა თეატრის რეპერტუარში არსებული სპექტაკლებიდან ფრაგმენტები შეასრულეს.

დღის ამბები