31 ოქტომბერი 2026,   19:00
ვრცლად
შავი ზღვის თევზის რესურსების სამეცნიერო შეფასების საფუძველზე, 2026-2027 წლების სარეწაო კვოტები განისაზღვრა

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს. მიმდინარე წელს გაფართოვდა საკვლევი არეალი და კვლევები ყოველთვიურად 14 წერტილში ხორციელდება.

სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში, განისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციები.

"გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ახორციელებს კვლევის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წყლის ეკოლოგია და წყლის ბიომრავალფეროვნება.

ამავდროულად, სააგენტოს მიერ, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებას და თევზების მარაგების დადგენას", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. 

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნის წარმომადგენელმა სტამბულში ხელი მოაწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 

დღის ამბები