01 ნოემბერი 2026,   05:53
ვრცლად
შალვა გოგოლაძემ ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მოღვაწეები "საქართველოს სპორტის რაინდის" წოდებით დააჯილდოვა

საქართველოს სპორტის მინისტრმა ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მოღვაწეები "საქართველოს სპორტის რაინდის" წოდებით დააჯილდოვა.

შეხვედრაზე შალვა გოგოლაძემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სპორტის სფეროში გაწეული განსაკუთრებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

"სპორტის რაინდის წოდებები გადავეცით იმ ვეტერან სპორტსმენებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის მოჰქონდათ არაერთი გამარჯვება. მათი ღვაწლი სპორტის მიმართ ფასდაუდებელია და ამ ფაქტით სპორტის სამინისტრომ მადლიერება გამოხატა თითოეული მათგანის მიმართ", - აცხადებს შალვა გოგოლაძე.

 

დღის ამბები