01 ნოემბერი 2026,   06:13
ვრცლად
"სიღნაღობა 2026" - ქალაქში სახალხო დღესასწაულს ზეიმობენ

"სიღნაღობა 2026" - სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე საფესტივალო ღონისძიებები იმართება. ადგილზე გამოფენილია ტრადიციული ფოლკლორული სამოსი, ისტორიული ნივთები. ეწყობა კულინარიული მასტერკლასებიც.

ფესტივალის ფარგლებში, ქალაქში თემატური დეკორაციები განთავსდა, ადგილობრივრი მეწარმეების მიერ მოეწყო გამოფენა-გაყიდვაც. სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი სპორტული და საბავშვო აქტივობებისთვის. საღამოს დაგეგმილია გალაკონცერტი.

სახალხო დღესასწაულს პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრება. შალვა პაპუაშვილი სიღნაღში ცოტა ხნის წინ დეპუტატებთან ერთად ჩავიდა. სიღნაში ჩავიდა სოფლის მეურნეობის მინისტრიც.

დღის ამბები