შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში კოლეჯის მსმენელები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობასა და შესაძლებლობებს გაეცნენ.
კოლეჯის 60-მდე მსმენელი ასევე ეწვია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზას, სადაც სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
სტუმრებისთვის გაიმართა საჩვენებელი სწავლება, რომელიც მოიცავდა ურბანულ ხანძრებზე რეაგირებას, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე მოქმედებებს, დაშავებულის ევაკუაციასა და სხვადასხვა სახის სამაშველო ოპერაციას.
კოლეჯის მსმენელები ასევე გაეცნენ სპეციალურ სახანძრო-სამაშველო ტექნიკასა და აღჭურვილობას.