31 ოქტომბერი 2026,   19:10
ვრცლად
ბულინგი, შევიწროება და დისკრიმინაცია - "კურიერის" ინფორმაციით, თეა გოდოლაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უჩივის

"კურიერის" ინფორმაციით, თეა გოდოლაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უჩივის. მიზეზად პოლიტიკური ნიშნით დევნას ასახელებს და ამბობს, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაკავებული თანამდებობის დატოვება აიძულა.

თეა გოდოლაძე განვითარებულ მოვლენებში უმაღლესი სასწავლებლის რექტორს, ნინო დობორჯგინიძეს ადანაშაულებს.

"კურიერთან" საუბრისას, პროფესორი სხვადასხვა ფაქტს იხსენებს - მათ შორის, 2025 წლის სექტემბერში მომხდარს, როდესაც ადმინისტრაციამ პოლიციას გამოუძახა და ცდილობდნენ, გოდოლაძე შენობიდან გაეძევებინათ.

თეა გოდოლაძე საუბრობს ნინო დობორჯგინიძისა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან იმ ამერიკული პროექტების დაბლოკვაზეც, რომელშიც თავად იყო ჩართული.

"იყო პოლიტიკური დევნა. საჩივრები ზუსტად იმიტომ შევიტანე, რომ ხელფასი არ შეეწყვიტათ და სამსახურიდან არ გავეგდე. მაიძულებდნენ, რომ უნდა დამეტოვებინა [უნივერსიტეტი]. ლაშა სუხიშვილმა განაცხადა ოფიციალურად, რომ სამსახურიდან უნდა წავსულიყავი, მეტიც, როდესაც 2025 წლის სექტემბერში ჩამოვედი, პოლიციას გამოუძახა და პოლიციის ძალით უნდოდოდათ, დამეტოვებინა უნივერსიტეტის ტერიტორია. ისეთი მასშტაბები მიიღო ამ დევნამ, რომ ყველა პროექტიდან უნდოდათ ჩემი ჩახსნა და დაბლოკეს ამერიკული პროექტები. [...] ილიაუნი არა, ხალხო, ადმინისტრაციის ეს ჯგუფი. ახლა წინა პლანზე დობორჯგინიძეა. სამარცხვინოა, რასაც მიკეთებენ. მანდ მთავარი არის დობორჯგინიძე და ის კანცლერი. ეს არის საქართველოს საკუთრება და მე არ მიმუშავია მთელი ცხოვრება არც ლაშას თანამდებობისთვის და არც გიგა ზედანიას კეთილდღეობისთვის და არც ნინო დობორჯგინიძის თანამდებობის შენარჩუნებისთვის. მე ვემსახურე საქართველოს ხალხს და მე გავაგრძელებ საქართველოს ხალხის სამსახურს", - აცხადებს თეა გოდოლაძე.

საპასუხოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრალდებებს უარყოფენ.

 

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები