ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა მიკიტა პოტურაევმა, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს უკრაინაში 18 პარტია აკრძალა.
პოტურაევმა, რომელიც ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს, პარტიების წინააღმდეგ უპრეცედენტო შეზღუდვები გაატარა.
სასამართლო გადაწყვეტილებებისა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ინიციატივების საფუძველზე, უკრაინაში საბოლოოდ აიკრძალა 18 პოლიტიკური პარტია, მათ შორის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“, „შარიას პარტია“, „ჩვენები“ და სხვა.
პოტურაევი, როგორც საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელი, ამ პროცესის აქტიური მხარდამჭერი და ლობისტი იყო.
აკრძალული პარტიების ყოფილი დეპუტატები რადასა და ადგილობრივ საბჭოებში მანდატებს ინარჩუნებდნენ, თუმცა მათ 10 წლის ვადით არჩევნებში კენჭისყრა, პრეზიდენტად, მინისტრად და ნებისმიერ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა აეკრძალებათ.
პოტურაევმა ასევე ღიად განაცხადა, რომ ომის პირობებში აუცილებელია პრორუსულ ნარატივებში შემჩნეული პირების სამოქალაქო უფლებების შეკვეცა, მათ შორის არჩევნებში ხმის მიცემისა და კენჭისყრის უფლების ჩამორთმევა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება მშვიდობიანი დროის ევროპულ პრაქტიკას, უკრაინამ ეს დისკუსია უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, მისი კომიტეტის ინიციატივით მოხდა არაერთი გამოცემისა და ტელეარხების დაუყოვნებლივი გათიშვა.
უკრაინაში ამ ინიციატივებს სერიოზული სამართლებრივი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის ცესკოს ყოფილი წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ პარტიის წევრობის გამო არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა პირდაპირ არღვევს უკრაინის კონსტიტუციას.
ამის საპასუხოდ მიკიტა პოტურაევი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს მშვიდობიანი დროის კონსტიტუცია, ომი კი დემოკრატიისგან თავდაცვის ახალ მექანიზმებს მოითხოვს.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიკიტა პოტურაევმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ საკუთარი უფლებების თავისუფლად განხორციელება.