02 ნოემბერი 2026,   15:35
ვრცლად
კორდონის მიმართულებით "მოლოტოვის კოქტეილების" სროლას მკვლელობის მცდელობად მივიჩნევ - საფრანგეთის შს მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე

დემონსტრაციების მორიგი ტალღა ევროპაში - მასობრივი არეულობებია ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტსა და ციურიხში. საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ კიდევ 800-მდე პირი დააკავა. პარიზში, პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. აფეთქების შედეგად ერთ-ერთ ჟანდარმს ცეცხლი წაეკიდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდარს ხელისუფლებამ მკვლელობის მცდელობა უწოდა. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობის ზრდას შემაშფოთებელს უწოდებს.

ლორან ნუნესის განცხადებით, პარიზში პოლიციის კორდონის მიმართულებით "მოლოტოვის კოქტეილების" სროლა მკვლელობის მცდელობაა. მინისტრის თქმით, გამოძიება გაგრძელდება და ძალადობისა და ვანდალიზმის ყველა მონაწილეს გამოავლენენ.

"სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობის ზრდა ძალიან შემაშფოთებელია. კორდონის მიმართულებით "მოლოტოვის კოქტეილების" სროლას მკვლელობის მცდელობად მივიჩნევ. ყველაფერს გავაკეთებთ თავდამსხმელების გამოსავლენად. ძალადობის, დარბევისა და ძარცვის ყოველი შემთხვევის დროს სამართალდამრღვევებს ადგილზე ვაკავებთ. ამასთანავე, მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ საგამოძიებო სამსახურებიც. გამოძიებას გავაგრძელებთ და ძალადობისა და ვანდალიზმის ყველა მონაწილეს გამოვავლენთ", - აცხადებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნესი.

დღის ამბები