საფრანგეთში, მოსწავლეთა ორგანიზაცია Les Lycéens!- ის ლიდერი პიერ სურზა 2 ნოემბრიდან, საშუალო სკოლების ბლოკირების მოწოდებით გამოდის.
მან მთავრობის "ზერელე პოლიტიკა" გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კვირის დასაწყისში რამდენიმე ინიციატივა წარადგინა ახალგაზრდების უკმაყოფილების გასანეიტრალებლად, თუმცა ეს ნაბიჯები საკმარისი არ არის.
"15-დღიანი არდადეგების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბლოკირებისკენ მოვუწოდებთ და ორშაბათიდანვე ლიცეუმები დაიბლოკება.
ძირითადი აქციები უფრო სამშაბათიდან დაიწყება, თუმცა ვიცით, რომ არიან სკოლები, რომელთა ბლოკირებაც უკვე ხვალიდან იგეგმება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ჩვენს თანამებრძოლს, რომლებიც ხვალიდანვე თავიანთ სკოლებს დაბლოკავენ", - განაცხადა სურზამ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ლიცეუმების მოსწავლეთა პროფკავშირულმა გაერთიანებამ (USL) და სტუდენტურმა გაერთიანებამ მოუწოდეს მოსწავლეებსა და სტუდენტებს, სამშაბათს, შემდეგ კი 5 ნოემბერს, ხუთშაბათს, ლიცეუმებისა და უნივერსიტეტების ბლოკირება მოეხდინათ. ამასთან, 5 ნოემბერს, სხვადასხვა პროფესიისა და სექტორის წარმომადგენლების საერთო გაფიცვაა დაგეგმილი.