01 ნოემბერი 2026,   19:57
ვრცლად
ქართული ანიმაციის საერთაშორისო წარმატება - მამუკა ტყეშელაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა DOK Leipzig-ზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მამუკა ტყეშელაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა - "როცა ზღვა იყო მშვიდი" დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების 69-ე საერთაშორისო ფესტივალზე (DOK Leipzig) საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის დაწესებული Mephisto Award-ის ჯილდო და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.

"ქართული ანიმაციის საერთაშორისო წარმატება! მამუკა ტყეშელაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა "როცა ზღვა იყო მშვიდი" დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების 69-ე საერთაშორისო ფესტივალზე - DOK Leipzig-საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის Mephisto Award-ის ჯილდო და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.

ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი კინოფესტივალის ორ საკონკურსო სექციაში იყო წარდგენილი.

ვულოცავთ რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილსა და მთელ შემოქმედებით გუნდს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები