03 ნოემბერი 2026,   02:48
ვრცლად
ლაშა ფარულავა: პოლიტიკური შეცდომა მიხეილ სააკაშვილს არ დაუშვია, ძალაუფლება მას ბოროტად არ გამოუყენებია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას ეხმაურება. ფარულავა ალასანიას ეთანხმება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური შეცდომა არ დაუშვია.

"რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეცდომა მიხეილ სააკაშვილს არ დაუშვია, ვინაიდან ძალაუფლება მას ბოროტად კი არ გამოუყენებია - "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველა დონის კორუფცია დაამარცხა," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, როცა საუბარია გიული ალასანიასთვის უნივერსიტეტის ერთ ლარად გადაცემის საქმეზე, ფარულავა პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია და მსგავსი რამ არ მომხდარა.

"ეს ტყუილია, მათ შორის, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმაც ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და მე როგორც ვიცი მსგავსი რამ არ მომხდარა," - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, გიული ალასანია სტუმრად იაგო ხვიჩიას პოდკასტში იმყოფებოდა. მას წამყვანმა ჰკითხა, რა მიაჩნია სააკაშვილის მთავარ შეცდომად, რის გამოც არჩევნები წააგო, ან იქ აღმოჩნდა, სადაც ახლა არის. "მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახავს", - აცხადებს გიული ალასანია.

 

დღის ამბები