04 ნოემბერი 2026,   10:05
ვრცლად
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს, 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბულაჩაური, კოჭობის აგარაკები, მლაშე, ყარსიმაანთკარი, ბოდორნის აგარაკები, მისაქციელი, ნაგლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, სასხორი, კასუმლო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები