04 ნოემბერი 2026,   20:32
ვრცლად
CNN-ის პროგნოზით, "დემოკრატები" სენატსა და წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ

CNN-ის პროგნოზით, "დემოკრატები" სენატსა და წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ. მედიის ცნობით, ამით ვაშინგტონში "რესპუბლიკელების" დომინირება დასრულდება.

როგორც გამოცემა იუწყება, "დემოკრატების" ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატის მომავალი სპიკერი გახდება. ის ამ თანამდებობაზე პირველი შავკანიანი მამაკაცი იქნება.

ამასთან, მედია არჩევნებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის რეაქციაზეც წერს. ტრამპმა განაცხადა, რომ დღევანდელი არჩევნების შედეგებს აღიარებს. ამით, ჯერჯერობით, დასრულდა კითხვები იმის შესახებ, აპირებს თუ არა პრეზიდენტი შედეგების გასაჩივრებას.

"მე აბსოლუტურად მზად ვარ მივიღო ეს შედეგები", - განაცხადა ტრამპმა.

დღის ამბები