04 ნოემბერი 2026,   23:50
ვრცლად
სომხეთში ოპოზიციური პარტიის "ძლიერი სომხეთის" ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს - მედია

სომხური მედიის ცნობით, სომხეთში ოპოზიციური პარტიის "ძლიერი სომხეთის" ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, კარაპეტიანს ფულის გათეთრება და ქონების გაფლანგვა ედება ბრალად. საქმის მასალების მიხედვით, კარაპეტიანმა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე "სომხეთის ელექტროქსელების" ხელმძღვანელი იყო, კომპანიას დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კარაპეტიანის მიერ მიყენებული ზარალი 64 მილიარდ დრამზე მეტია.

დღის ამბები