04 ნოემბერი 2026,   09:49
ვრცლად
NBC News-ის პროგნოზით, წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს "დემოკრატები" მოიპოვებენ

NBC News-ის პროგნოზით, წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს "დემოკრატიული პარტია" მოიპოვებს. მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში "დემოკრატები", ბოლო თითქმის 20-წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი.

NBC News-ის პროგნოზი ეფუძნება ანალიზს, რომლის მიხედვითაც "დემოკრატები" წარმომადგენელთა პალატაში დაახლოებით 248 მანდატს მოიპოვებენ.

გამოცემის განმარტებით, ეს მაჩვენებელი შესაძლოა რამდენიმე მანდატით გაიზარდოს ან შემცირდეს, თუმცა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო 218 მანდატს.

NBC News-ს ჯერ არ გაუკეთებია პროგნოზი, თუ რომელი პარტია გაიმარჯვებს სენატის არჩევნებში.

დღის ამბები