პატარა ხელებით დარგული დიდი მომავალი! მთავრობის ინიციატივით დაწყებულ გარემოსდაცვით პროექტს "ჩემი პირველი ნერგი" - ბათუმიც შეუერთდა.
ბოტანიკურ ბაღში 150-ზე მეტმა პირველკლასელმა ბზისა და მუხის ნერგები საკუთარი ხელით დარგო. ქალაქში სულ სამი ათასამდე ნერგი დაირგვება, სრულიად საქართველოს მასშტაბით კი აქციაში 41-ი ათასზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
გარდა ამისა უკვე შესაძლებელია სპეციალურ ვებგვერდზე დარგული ნერგის რეგისტრაცია და ინტერაქტიურ რუკაზე მისი ნახვა. ასევე, განმარტებულია ნერგების სახეობები და მათი მოვლის წესები.