04 ნოემბერი 2026,   02:36
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს 4 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია-ს" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ნოემბერს 11:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში; 11:35-იდან 11:40 საათამდე და 17:00-იდან 17:05 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, ლუთხუბი, მენესო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, შაუმიანი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები