04 ნოემბერი 2026,   05:30
ვრცლად
გიორგი გაბუნია: როდიდან გახდა ფოტოები ევროინტეგრაციის ახალი კრიტერიუმი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა კარგი ფოტოები

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ გაუგებარია, როდიდან იქცა ფოტოები ევროინტეგრაციის მთავარ კრიტერიუმად, მაშინ როცა ქვეყნისთვის უმთავრესი ევროკავშირთან რეალური ურთიერთობებია.

გაბუნია უკრაინის მაგალითზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მაღალი თანამდებობის პირებთან გადაღებული უამრავი “ბრწყინვალე” ფოტოს მიუხედავად, ქვეყანა დღეს "სისხლსა და ფერფლშია გახვეული".

"როდიდან გახდა ფოტოები ევროინტეგრაციის ახალი კრიტერიუმი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა კარგი ფოტოები..

ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა..” - წერს გიორგი გაბუნია.

გაბუნია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ დისკუსიის წამყვანის რეპლიკას, რომ თითქოს, ევროპელ ლიდერებს მასთან ერთად ფოტოზე გამოჩენა არ სურთ. 

დღის ამბები