ვიმოგზაუროთ გურიაში, სადაც რთველს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. აქ ყურძენს სიმღერისა და ხუმრობის თანხლებით კრეფენ, ვენახში მთელი სამეზობლო იკრიბება, შრომას კი გურული კრიმანჭული და ტრადიციული სუფრა აგვირგვინებს.
"კურიერი P.S." ამჯერად ლანჩხუთში, კვიტაიშვილების ოჯახს ესტუმრა. როგორ კრეფენ გურულები ყურძნის ადგილობრივ ჯიშს - საკმიელას, რა ამბებს იხსენებენ რთველში და როგორ ინარჩუნებენ ტრადიციას, რომელიც თაობებს აერთიანებს?