03 ნოემბერი 2026,   20:13
ვრცლად
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციას აქციებზე ცრემლსადენი ყუმბარისა და გაზის გამოყენების უფლებას მისცემს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციას აქციებზე სპეციალური საშუალებების, მათ შორის ცრემლსადენი ყუმბარისა და გაზის გამოყენების უფლებას მისცემს.

"სპეციალურ საშუალებებზე უარს არ ვიტყვი, უმარტივესი მიზეზის გამო: პოლიციელებს თავის დაცვა უნდა შეეძლოთ, როცა მათ თავს ესხმიან", - განაცხადა ლორან ნუნესმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში საპროტესტო ტალღა გრძელდება. დღეს უნივერსიტეტებში საერთო კრებები და სასწავლო პროცესის ბლოკირება იგეგმება, 5 ნოემბერს კი სტუდენტები ისევ ქუჩებში გასვლას გეგმავენ.

დღის ამბები