03 ნოემბერი 2026,   23:10
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას, ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას ​

გადაწყვეტილება იყო, რომ დღის წესრიგში არ იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება, ეს იყო ჩემი პირადი განცხადება, მაგრამ ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ევროპული კომისია თუ გადაწყვეტდა გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მომენტალურად მივუერთდებოდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა კომისიამ.

"საბოლოოდ ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას. ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას. ჩვენ გავიგეთ, რომ ევროპული კომისია იყენებდა კანდიდატის სტატუსის საკითხს პირველ ეტაპზე და მიერთების მოლაპარაკების საკითხს შემდეგ ეტაპზე საქართველოს შანტაჟისთვის, ქართული საზოგადოების შანტაჟისთვის,"- აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები