მდინარე რიონში ავტომობილი გადავარდა. შემთხვევა ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა.
ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მყვინთავთა ჯგუფები მუშაობენ და ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.