04 ნოემბერი 2026,   15:02
ვრცლად
ევროპის მასშტაბით ოთხი თვითმფრინავი ბომბის საფრთხის გამო ავარიულად დაეშვა

ევროპის მასშტაბით ოთხი თვითმფრინავი ბომბის საფრთხის გამო ავარიულად დაეშვა - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების მიღების შემდეგ ორი თვითმფრინავი პოლონეთში დაეშვა. ასევე, ერთი თვითმფრინავი, რომელიც ისრაელიდან მიფრინავდა, შეტყობინების მიღების შემდეგ ბულგარეთში დაეშვა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ესპანეთში, მურსიას აეროპორტში დაფრინდა. თვითმფრინავებს შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურები ამოწმებენ.

დღის ამბები