საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ტრენინგ ცენტრი გახსნა.
ჩატარდება სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები, რომლებიც მოიცავს საქსტატის მიერ წარმოებული სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს. ცენტრის მიზანი სტატისტიკის სფეროში ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება, ოფიციალური სტატისტიკის პოპულარიზაცია და სტატისტიკური მონაცემების სწორად გააზრებისა და გამოყენების ხელშეწყობაა.