04 ნოემბერი 2026,   18:52
ვრცლად
პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს - შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთში ვიზიტის შესახებ

"პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, როგორც იცით, ზაფხულში საქართველოს პრემიერი იმყოფებოდა პირველი ვიზიტით ყირგიზეთში და ველით ყირგიზეთის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტს მომავალ წელს საქართველოში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მხარეებმა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს.

"გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს. დაგეგმილია ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც იქნება შემადგენელი ნაწილი შუა დერეფნის და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, ინტერესი შუა დერეფნის მიმართ გაიზარდოს და ტვირთბრუნვა გაიზარდოს. ამიტომ, ამ საკითხებთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი.

საუბარი გვქონდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, "ლენდლორდის" პრინციპით შენდება, როდესაც სახელმწიფო ააშენებს თავად პორტს, ხოლო შემდეგ სხვა სუბიექტებს ექნებათ შესაძლებლობა იჯარით აიღონ შესაბამისი ტერიტორია პორტში და ამ მხრივაც დარწმუნებული ვარ, რომ ყირგიზეთს ექნება ინტერესი.

გვქონდა საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის სასარგებლო, ერთმანეთის მხარდამჭერ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ, ყირგიზეთის უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად იქნა არჩეული და ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდა ამ არჩევნებში. ასევე, სხვა ორგანიზაციებშიც ვაპირებთ ამ სულისკვეთებით თანამშრომლობას.

რა თქმა უნდა, საპარლამენტო თანამშრომლობაზეც გვქონდა საუბარი, მე მას შევხვდი ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, რეგიონული მიმართულებით არის ინტერესი ჩვენი მხრიდან, რომ მათ შორის, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა, პარლამენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან ჩართული და ამ ფორმატში გვექნება ურთიერთსასარგებლო საკითხების განხილვის შესაძლებლობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები