03 ნოემბერი 2026,   19:26
ვრცლად
"ნიჭიერი" "რუსთავი 2-ზე" - მაყურებელი დღეს მეგაშოუს მეორე ეპიზოდს იხილავს

დღეს "ნიჭიერის" დღეა. "რუსთავი 2-ის" მაყურებელი ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მეგაპროექტის მეორე ეპიზოდს იხილავს. მაყურებელს დაუვიწყარი შოუ ელოდება, "ნიჭიერი" ზუსტად 22:00 საათზე დაიწყება.

გადაცემის მეთორმეტე სეზონის პირველ ტურში ორი ნახევარფინალისტი უკვე გამოვლინდა. კახა გრიგალაშვილის "ოქროს ღილაკის" მფლობელი 14 წლის ინსტრუმენტალისტი დავით გვარამია გახდა, ავთანდილ ცქვიტინიძის "ოქროს ღილაკი" კი 16 წლის ოპერის მომღერალმა, მარიამ თუშიშვილმა დაიმსახურა.

"ძალიან მაგარი სტარტი ჰქონდა პირველ გადაცემას. ველოდით, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შრომა დევს. უფრო და უფრო საინტერესო ეპიზოდები ელოდება ჩვენ მაყურებელს. დღეს არის ჩემი "ოქროს ღილაკი," მაინტერესებს შეფასება ადამიანების, დამეთანხმებიან თუ არა," - განაცხადა "ნიჭიერის" ჟიურის წევრმა, პაატა გულიაშვილმა.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

 

დღის ამბები