04 ნოემბერი 2026,   06:44
ვრცლად
თამარ ჩერგოლეიშვილი ალიანსის ლოგოდან "ნაცმოძრაობის" ამოშლაზე: ფიგურა და სუბიექტი, რომელიც წესებს არ ემორჩილება არაფერ შუაშია ალიანსთან - ალიანსი არის წესები

ოპოზიციური "ალიანსის" ახალი ლოგო - "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე. სააკაშვილის პარტიასთან დაპირისპირების შემდეგ, ალიანსმა ნაციონალური მოძრაობა ლოგოდანაც ამოშალა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათი პარტია ალიანსიდან არ გაურიცხავთ და გაერთიანება თავად დატოვეს. შეფასება კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც ამბობენ, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გამქრალია.

"ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ალიანსი ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ დატოვა. მისივე განმარტებით, გაერთიანება საერთო თამაშის წესებს ეფუძნება, რიგებში კი მხოლოდ ის სუბიექტები დარჩებიან, რომლებიც ამ პრინციპებს სრულად იზიარებენ.

"ფიგურა და სუბიექტი, რომელიც წესებს არ ემორჩილება არაფერ შუაში არაა ალიანსთან იმიტომ, რომ ალიანსი არის წესები, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსიდან გავიდა 6 თვის წინ. უწესოს ვერ გავიჩერებთ ჩვენ რიგებში. თქვენ არ აშუქებთ სააკაშვილს? მან არაერთხელ თქვა, რომ მას წესებს თავზე ვერავინ მოახვევს და ალიანსი წესებია მეტი არაფერი, უნდა დაიცვა ის წესები, რა წესებსაც მივუყვებით ჩვენ, რომ ყველას აქვს თავისი ხმა, რომ ყველა თანასწორია, ყველა ერთი ხმით არის და ა.შ, რომ ჩვენი ბელადები შიგნით არ არსებობენ, ნუ ახლა ამის შეგუება ვისაც არ უნდა, ის ჩვენთან ვერ იქნება" - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

დღის ამბები