პროგრამას "ჩემი პირველი ნერგი" მარნეულიც შეუერთდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 17 ლოკაციაზე, სხვადასხვა სახეობის 1 500 ძირი ხე დაირგო. პროგრამაში მონაწილეობა საჯარო სკოლების პირველკლასელებმა მიიღეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით დაწყებული პროგრამის მიზანი ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე სივრცეების ზრდის ხელშეწყობა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდაა.