საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, დილიდან გვირგვინით შეამკო ურქუნის მემორიალი და 1916 წლის ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულებს პატივი მიაგო.
პირველი კანონმდებელი ბიშკეკში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
დღეს შალვა პაპუაშვილი, გაფართოებულ ფორმატში, შეხვდება ყირგიზ კოლეგას. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ყირგიზეთის პრეზიდენტთანაც.