საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია.- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სულხან თამაზაშვილი ყაზახ და ყირგიზ კოლეგებთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას ეწვია, სადაც სასწავლო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო.
მათივე ცნობით, მინისტრები ასევე ეწვივნენ ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ცენტრს, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტების გამოფენა გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში ისინი ცენტრში დანერგილ თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს გაეცნენ.