05 ნოემბერი 2026,   09:53
ვრცლად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთში სამუშაო შეხვედრას განაგრძობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთში სამუშაო შეხვედრას განაგრძობს. მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მწარმოებლებისა და ჩინური კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით ორ სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

დღის ამბები