თბილისში, კრწანისის პირველ ჩიხში ფერდობის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 123 მეტრის სიგრძის საყრდენი კედელი შენდება, რომელიც მიმდებარე ტერიტორიასა და ადგილობრივ მოსახლეობას გრუნტის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისგან დაიცავს.თითქმის მილიონ ლარიანი პროექტი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი საჭიროება იყო. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ადგილზე გაეცნო.