05 ნოემბერი 2026,   10:55
ვრცლად
საკუთარ ქვეყანაში ასეთ პირებს უმკაცრესად სჯიან, მაშინ, როდესაც იგივე ადამიანებს თვითნებურად დაკავებულებს უწოდებენ საქართველოში - ლევან მახაშვილი ევროკავშირის ანგარიშზე

კონკრეტულად ვის გათავისუფლებას ითხოვს ბრიუსელი და ვინ იგულისხმება "თვითნებურად დაკავებულებში" საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიშში?

ევროკავშირის ელჩის მიერ პასუხგაუცემელ კითხვებს მმართველი გუნდი ეხმიანება და  ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტებსა და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, დღის ბოლოს პაველ ჰერჩინსკიმ ბრიფინგი გამართა, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე საუბარს თავი აარიდა, მათ შორის შეკითხვას - არიან თუ არა თვითნებურად დაკავებულები ისინი, ვინც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს, ან ისინი, ვინც "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის არიან მსჯავრდებულები, თუ მიხეილ სააკაშვილი?

საკითხთან დაკავშირებით საუბრობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოსგან პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა საკუთარ ქვეყანაში, მსგავსი დანაშაულის ჩამდენებს უმკაცრესად სჯიან.

"ვისზეა საუბარი? როდესაც "მოლოტოვს კოქტეილის" სროლაზეა საუბარი, საკუთარ ქვეყანაში, მკვლელობის მცდელობისთვის ასამართლებენ.

ვისზეა საუბარი? პარლამენტის შენობას რომ წვავდნენ, პრეზიდენტის შენობაში შევარდნას რომ ცდილობდნენ, დამხობას რომ აწყობდნენ?!

საკუთარ ქვეყანაში ასეთ პირებს უმკაცრესად სჯიან მაშინ, როდესაც იგივე ადამიანებს თვითნებურად დაკავებულებს უწოდებენ საქართველოში და გათავისუფლებას ითხოვენ. თავადაც წამოსცდა ვისზეა საუბარი, ესენი არიან ის პირები, რომლის სია NGO ორგანიზაციების მხრიდან არის შედგენილი, რომელთა სიაშიც, უკანასკნელ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილი მოახვედრეს, ამიტომ, საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოა ყველაფერი.

ამ ლამაზი სიტყვების მიღმა იმალება ორმაგი სტანდარტი და კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

 

დღის ამბები