"ნეიტრალური საქართველოს" სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, "ღამის კურიერის" ეთერში, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა ისაუბრა.
"დავუპირისპირდებით მხოლოდ მას, ვინც დაუპირისპირდება ჩვენს ქვეყანას, ვითანამშრომლებთან ყველასთან, ვისი პოლიტიკაც, ვისი გადაწყვეტილებებიც დაეფუძნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ვითანამშრომლებთან ყველა პარტიასთან, ყველა პოლიტიკურ ძალასთან, საზოგადოებასთან რაც მთავარია, ვისი მიზანიც არის ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას ახალი პოლიტიკური სისტემა, გვქონდეს შიდაპოლიტიკური სტაბილურობა, იმისთვის, რომ ადეკვატურად შევხვდეთ იმ დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და ტურბულენციას, რაც ჩვენ გარშემო ხდება.
ამ მოვლენას რაც შეეხება - 5 აგენტურული ქსელის, 5 დანაყოფის აკრძალვას, ნუ დავინახავთ მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტიის პრიზმიდან, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სათავეს დაუდებს ახალი პოლიტიკური სისტემის, ახალი პოლიტიკური ლანდშაფტის ჩამოყალიბებას საქართველოში, სადაც ჩვენი პარტია ხედავს როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალას, რომელიც გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოში ჩვენი თითოეული მოქალაქის ცხოვრება იყოს უკეთესი", - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.