03 ნოემბერი 2026,   10:03
ვრცლად
ქართველი უშუისტი გვანცა ქარჩავა დაკარის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფინალში იასპარეზებს

ქართველი უშუისტი გვანცა ქარჩავა დაკარის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფინალში იასპარეზებს. ის რვა ფინალისტს შორის მეხუთე ადგილზე იმყოფება.

ასევე, ოლიმპიადაზე იასპარეზა ძიუდოისტმა ვაჟა გენგაშვილმა, თუმცა ის შეჯიბრს გამოეთიშა. ანასტასია მიქელაშვილმა და დაჩი მესხიშვილმა კი თავისუფალი სტილით ცურვაში 100-მეტრიან დისტანციაზე კვალიფიკაციის გავლა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, აფრიკის კონტინენტი ოლიმპიურ თამაშებს ისტორიაში პირველად მასპინძლობს.

დღის ამბები