არეულობა, შეტაკებები, ათასობით დაშვებული და დაკავებული. ევროპის ქვეყნებში ანტისამთავრობო აქციები არ წყდება. მასობრივი დემონსტრაციებია პარიზში, ლონდონში, ფრანკფურტში, ლისაბონში, ციურიხსა და ტირანაში.
ყველაზე მწვავეა ვითარება საფრანგეთში, დემონსტრანტებმა პოლიციელებს "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს. საქმეებს უკვე მიეცა სამართალდამცველის ან საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია, მუხლი კი უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ.
მმართველ გუნდში იხსენებენ როგორ ცდილობდნენ უცხოელი აქტორები სამართალდამცველებისთვის ცეცხლის წაკიდების რომანტიზებას და როგორ უნდოდათ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი გმირად ექციათ - კამპანიით "მე ვისროლე".
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა აღნიშნავს, რომ "მოლოტოვის კოქტეილი" მას თბილისის აქციებზე არ უნახავს.
"მოლოტოვის კოქტეილი მე თვალით არ მინახავს, აი ახლა ამ კითხვას რომ სვამ, ხომ შეიძლება რაღაცა მტკიცებულება მოაყოლოთ. პოსტერზე ლაპარაკობთ და პოსტერი მანახეთ-თქო, მე არ ვიცი ეს პოსტერი არ მინახავს", - აცხადებს ლაშა ფარულავა.