04 ნოემბერი 2026,   01:11
ვრცლად
მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს, გურამ ოქროპირიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს და ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. აგრეთვე, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ახალი ბაღების მშენებლობისა და არსებული დაწესებულებების განვითარების საკითხები.

ყურადღება გამახვილდა ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზებზე.

 

 

დღის ამბები