4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე დაკავებულ კიდევ სამ პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება.
დანაშაული აღიარეს და მოინანიეს ნანა სანდერმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ.
პროცესი სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენების ორ ეპიზოდზე ამ წუთებში იწყება. საპროცესო შეთანხმების ზუსტი დეტალები ცნობილი სხდომის დასრულების შემდეგ გახდება.