გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ვერცერთ ქმედებაში ვერც დანაშაულს, ვერც უსამართლობას და ვერც კორუფციას ხედავს.
გიული ალასანია სტუმრად იაგო ხვიჩიას პოდკასტში იმყოფებოდა. მას წამყვანმა ჰკითხა, რა მიაჩნია სააკაშვილის მთავარ შეცდომად, რის გამოც არჩევნები წააგო, ან იქ აღმოჩნდა, სადაც ახლა არის.
"მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახავს" - აცხადებს გიული ალასანია, რომელსაც მმართველი გუნდი, მიხეილ სააკაშვილის არაერთ დადასტურებულ დანაშაულს და კორუფციულ ფაქტებს ახსენებს, მათ შორის, საუბრობენ თავად გიული ალასანიასთვის უნივერსიტეტის ერთ ლარად გადაცემის საქმეზე.
"ის სწორედ ებრძოდა ამ კორუფციას. ისევე, როგორც არ ეგუება კორუფციას და უსამართლობას, ასევე, მაგას მიაჩნია, რომ დემოკრატია არის ერთადერთი სწორი გზა. მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახია", - განაცხადა გიული ალასანიამ.