რას ელიან დაზარალებულები სასამართლოსგან? სასამართლო პროცესი და სამართლიანობის მოლოდინი - ამ თემაზე დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში დისკუსია გაიმართება.
რეზი ჭიჭინაძის გადაცემის სტუმრები ყოფილი პოლიტპატიმრები, დაზარალებულები, ასევე ყოფილი სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი და ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი იქნებიან.