აღიარებითი ჩვენება საკუთარ სასამართლო პროცესზე - როინ შავაძის მეუღლე ამბობს, რომ 6 საქმეში ბრალდებულმა და აქედან 4-ში დამნაშავედ ცნობილმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ გაკეთებული განცხადებით აღიარა, რომ სერჟანტი შავაძის ლიკვიდაცია წინასწარ იყო დაგეგმილი. პატიმარმა ექსპრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე ღიად თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ნორმალურად გაესამართლებინათ, ეს სიტყვები როინ შავაძის ოჯახისთვის სააკაშვილის ბრალეულობის პირდაპირი დადასტურებაა. 18 წლის წინ მომხდარ მკვლელობის საქმეზე, დღეს ციცინო შავაძე დამკვეთების გასამართლებას ითხოვს.
მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა საბრალდებო სკამიდან როინ შავაძეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ჯაშუშობაც დააბრალა, თუმცა ეს ფაქტი გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ დადასტურდა. საგამოძიებო მოქმედებებით უტყუარად დადგინდა, ის რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სერჟანტი აწამეს, ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ ქობულეთის და გურიის საზღვართან გადაიყვანეს და ჩაცხრილეს. მკვლელობის ფაქტის შესანიღბად კი კუდის თანამშრომლებმა ყალბი ვერსია გაავრცელეს, თითქოს სერჟანტს ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდა და ის თავად დაესხა სპეცრაზმელებს თავს. მოგვიანებით განსასჯელი სკამზე მყოფებმა თავად აღიარეს რომ არც ერთი ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამის მიუხედავად, სააკაშვილი განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს.
იმჟამინდელი ხელისუფლების ბრალეულობა არა მხოლოდ ქართული , არამედ საერთაშორისო მართლმსაჯულებითაც დასტურდება. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ როინ შავაძის საქმეზე კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და ხელისუფლებას ხელახალი გამოძიების ჩატარებაც დაავალა. ამ ფონზე კი სააკაშვილის განცხადება, მმართველი გუნდისთვის ცხადყოფს, რომ მსჯავრდებული ყველა დანაშაულებრივი ქმედების ავანგარდში იდგა .
მსჯავრდებული სააკაშვილის განცხადება რომ მკვლელობის აღიარება იყო, ამის აღიარება სააკაშვილის გუნდში არ სურთ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კონკრეტულ შეკითხვებს დღეს ტრადიციულად თავი ზოგადი პასუხებით აარიდეს და ვერც მათი ერთპიროვნული ლიდერის დაცვა შეძლეს.
სააკაშვილის პარტიაში უარყოფენ მტკიცებულებები კი სულ სხვა რეალობას ადასტურებს მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიის წევრებმა დღეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ის სხდომა გაიხსენეს, სადაც როინ შავაძის მეუღლემ დეტალურად ისაუბრა სერჟანტის სასტიკ მკვლელობაზე, დაადასტურა ისიც, რომ ოჯახზე წლების განმავლობაში იყო ზეწოლა. ციცინო შავაძის ჩვენება, კომისიის წევრებმა დასკვნაში ასახეს, რომელიც კონსტიტუციური სარჩელის ნაწილია და დღეს სააკაშვილის პარტიის წინააღმდეგ ერთ ერთი მთავარი მტკიცებულებაა.
სერჟანტი როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს, პროკურატურის ინფორმაციით მას 40 ცეცხლსასროლი ჭრილობა და წამების კვალი აღენიშნებოდა. შავაძის მკვლელობის საქმეზე 13 პირია გასამართლებული.
ავტორი: ნანა გოგატაძე.