29 ოქტომბერი 2026,   23:19
ვრცლად
"ოლიმპიური რეზერვი, გზა 2032" - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა, მშვილდოსნობის ფედერაციასთან ერთად, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

"ოლიმპიური რეზერვი, გზა 2032" - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციასთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო.

ინიციატივა 12-დან 14 წლამდე ასაკის მშვილდოსნების აღმოჩენასა და 2032 წლის ოლიმპიადისთვის მათ მომზადებას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში 4 ქართველი ახალგაზრდა საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა. პარალელურად, ტურნირში პირად ჩათვლაში ანა სურგულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.

დღის ამბები