29 ოქტომბერი 2026,   11:31
ვრცლად
არსებობს პრინციპები, ღირებულებები და ფასეულობა, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური და პარტიული ჩარჩოები - ლაშა ფარულავა​ გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორ ეკა გიგაურსა და პარტია "ფედერალისტების" ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ წლების განმავლობაში ენჯეო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიცია ერთიანი ძალით ცდილობდა პოლიტიკურ ცვლილებებს ქვეყანაში.

"არსებობს პრინციპები, არსებობს ღირებულებები და ფასეულობა, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური და პარტიული ჩარჩოები. ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ვერც პარტიული, ვერც ერთი რაღაცა ორგანიზაციის ბრძოლა. ეს უნდა იყოს ქართველი ხალხის, საზოგადოების ერთიანი ბრძოლის კალაპოტი," - აცხადებს ლაშა ფარულავა.

დღის ამბები