მადრიდში, ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად 68 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
მედიის ცნობით, ასეულობით დემონსტრანტი სამინისტროს შენობასთან შეიკრიბა და ტრანსპორტის მინისტრის, ოსკარ პუენტეს გადადგომა მოითხოვა.
საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმები.
ესპანეთის მთავრობის ცნობით, მომიტინგეებს შორის ულტრამემარჯვენე ჯგუფებიც იყვნენ. ტრანსპორტის სამინისტროს შენობის წინ დაახლოებით 500 დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებმაც ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს.
მედიის ცნობით, პოლიციამ ხალხის დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.