29 ოქტომბერი 2026,   18:34
ვრცლად
თბილისის საკრებულოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

თბილისის საკრებულოში 2025-2026 წლებში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინეს. აქცენტი გაკეთდა საკრებულოს საქმიანობაზე, საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიასპორულ გაერთიანებებთან ურთიერთობებზე.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თინათინ ნიბლოშვილი აღნიშნავს, უამრავი პროექტი განახორციელეს და განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალთა საქმიანობა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.

"უამრავი საინტერესო, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი განვახორციელეთ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი წელი გამოგვივიდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი საქმიანობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდით სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, სტუდენტების აქტიური ჩართულობით", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

დღის ამბები