30 ოქტომბერი 2026,   07:57
ვრცლად
"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში თელავში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში თელავში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის აუცილებლობის საკითხებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ქალების როლზე, ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში.

"ყველა ასეთი შეხვედრა მიზნად ისახავს ქალების ინფორმირებას, იმ აუცილებლობაზე საუბარს, რაც სკრინინგის გაკეთებას და ადრეულ დიაგნოსტიკას ეხება და რა თქმა უნდა, მათთვის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი ღონისძიებების შემოღებას, რომლითაც ისინი უფრო ჩაერთვებიან ამ კამპანიაში. ჯანმრთელი ადამიანები სახელმწიფოს მიზანია", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

დღის ამბები