30 ოქტომბერი 2026,   23:04
ვრცლად
"ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

"ასავალ-დასავალის" წარმომადგენელს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გენერალურმა პროკურატურამ ის სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. უწყების ინფორმაციით, 2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა დეზინფორმაციულ ცნობებს დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

 

დღის ამბები