"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნაში არსებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგაც თქვა, რომ არ იცის, ზუსტად ვინ იყვნენ ის ექსპერტები, რომლებიც შემუშავების პროცესში მთავარი წყარო იყვნენ, თუმცა მისთვის აღნიშნული დოკუმენტი დამაჯერებელია. მისი თქმით, აღნიშნული დეტალები "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნაში არ წერია.
"ეს არის დასკვნა, რომელშიც არის მოცემული ინფორმაცია და ცხადია, რომ ინფორმაციას, მით უმეტეს მესამე მხარის მიერ მოწოდებულს, ანუ არა ოპოზიციის და არა ხელისუფლების, ბუნებრივია, რომ დავეყრდნობით. ვინ იყო დაკითხული და ა.შ. ეს მე არ ვიცი, ეს არ წერია "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნაში. ვვარაუდობ რომ ვერც ეწერება, იმიტომ რომ ალბათ არ არის ღია ინფორმაცია. მაგრამ, რაც წერია დასკვნაში, ეს მოგახსენეთ," - აცხადებს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, "ახალის" ლიდერმა საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასაბუთება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში მოყვანილი ფაქტებით სცადა, რომელიც ადგილობრივი ენჯეოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ჩვენებებს ეფუძნება. მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას განცხადებებს კიდევ ერთ ლუსტრაციად აფასებს, რომ გარე ძალები, საქართველოში მოქმედი ენჯეოები და ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ საერთო გეგმით მოქმედებენ.