29 ოქტომბერი 2026,   11:34
ვრცლად
ოპოზიციის სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილია სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ - გიორგი კახიანი

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა ნახევარ საათში განახლდება. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

დღეს, სასამართლო კოლეგია ახსნა-განმარტებით კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრებს უსმენს. მათ მოპასუხე მხარის არგუმენტაცია წარუდგინეს და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, ოპოზიციის სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილია სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ.

"ის არგუმენტები, რაზეც ადრე საუბრობდნენ, რომ თითქოს სარჩელში რაღაც არის გაუგებარი, მათ ვერ გაიგეს კონსტიტუციის რომელი მუხლი მიემართება თითოეულ მათგანს და ასე შემდგომ, უკვე ყველაფერი ეს გამოჩნდა, რომ ძალიან კარგადაც გაუგიათ ყველაფერი. ამ პოზიციების წარმოჩენისასაც კი, ისინი არიან ერთმანეთთან შეთანხმებულები ხომ? ანუ, როდესაც ჩვენ ამ მათ ერთიან ძალას ვუწოდებთ, ეს შემთხვევითი არ არის, ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია იყო ძირითადად ის, რომ რაღაც პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებდნენ, ისინი საგამოძიებო კომისიის დასკვნიდან მოჰყავდათ მთელი რიგი შემთხვევები და როგორ აქილიკებდნენ მოწმეთა კონკრეტულ ჩვენებებს და როგორ დასცინოდნენ მათ, ეს გამოჩნდა ყველაფერი. დღეს ახლა ვიხილეთ ის, რომ უკვე ცდილობენ სამართლებრივი არგუმენტაცია წარმოადგინონ ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ეს სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილი არის სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები